საწვავის ფასმა, საქართველოში ბოლო 2 კვირაში, დაახლოებით 15 თეთრით მოიმატა. მხოლოდ ბოლო სამი დღის განმავლობაში კი, ნავთობპროდუქტები 3 თეთრით გაძვირდა.

სამარშუტო ტაქსის მძღოლები, რომლებიც საქალაქთაშორისო რეისებს ასრულებენ, არ გამორიცხავენ, რომ საწვავის გაძვირების პარალელურად, მგზავრობის ფასმაც მოიმატოს. ასევე, ნავთობპროდუქტების ღირებულება პირდაპირ აისახება საკვები პროდუქუტის ფასზეც.

მოვაჭრეების თქმით, ისედაც გაძვირებული პროდუქტის გაყიდვა შესაძლოა უფრო მაღალ ფასად მოუწიოთ, რაც მოსახლეობის მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი