
საწვავის ფასმა ბენზინგასამართ სადგურებზე საშუალოდ 15 თეთრით მოიმატა. ეს, მაშინ, როდესაც მსოფლიო ბაზარზე შავი ოქროს ღირებულება სტაბილურად დაბალია. ფასების გაზრდაში მძღოლები, ვისაც ავტომანქანით გადაადგილება გაუძვირდათ ხელისუფლებას ადანაშაულებენ.
საწვავის გაძვირება ავტომატურად გამოიწვევს პროდუქტის გაძვირებას. ამას არც მოვაჭრეები უარყოფენ. მათ
პროდუქტის სარეალიზაციოდ გამოტანა თითქმის ორმაგი უჯდებათ.
ის რომ ბენზინის გაძვირება სხვა პროდუქტზე ფასების ზრდას გამოიწვევს დარწმუნებულია ოპოზიციაც. ისინი უკვე სექტემბრიდან ეკონომიკურ კოლაფსს პროგნოზირებენ.
ოპოზიცია საწვავის ფასის გაზრდაში მთავრობას ადანაშაულებს. ხელისუფლების ოპონენტები დარწმუნებულები არიან, რომ საწვავის ბაზარზე მომუშავე კომპანიებს, სწორედ, "ოცნება" მფარველობს, რადგან ისინი მმართველი გუნდის მთავარი შემომწირველები არიან.
ექსპერტები ფასების კიდევ უფრო გაზრდას ელოდებიან. როგორც საწვავზე ასევე სხვა პროდუქტებზეც. სპეციალისტები დარწმუნებულები არია, რომ თუ ხელისუფლებამ ქმედითი ნაბიჯები არ გადადგა ქვეყანა ეკონომიკური კრიზისის ზღვარზე აღმოჩნდება.