როგორი იქნება ქვეყნის ეკონომიკური განვითარება 2024 წელს? ეკონომისტების პროგნოზი არასახარბიელოა. ექსპერტები მკვეთრ ცვლილებებს არ ელოდებიან. მათი ვარაუდით მიმდინარე წელსაც ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 5 პროცენტს არ ასცდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ხალხის ფინანსური მდგომარეობა არც წელს გაუმჯობესდება.