თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის მოზარდის დედა საქართველოში ჩამოვიდა

გამოქვეყნდა:

გარდაცვლილი 11 წლის მოზარდის დედა საბერძნეთიდან თერჯოლაში დაბრუნდა. ნესტან აბჟანდაძე 10 წლის უნახავ შვილს დასტირის და გარდაცვლილის მამის უმკაცრესად დასჯას ითხოვს.

პარალელურად, ცნობილი ხდება საპატრიარქოს პოზიცია, რომლის მიხედვითაც, გარდაცვლილს წესს საეკლესიო ნორმების სრული დაცვით აუგებენ. ბავშვს სამშაბათს დაკრძალავენ.

ცნობისთვის, გარდაცვლილი 11 წლის მოზარდის დედა, 26 აგვისტოს, საქართველოში ვადაგასული პასპორტის გამო არ შემოუშვეს. ოჯახმა დახმარებისთვის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა. გარდაცვლილის და, თინათინ აბჟანდაძე ამბობს, რომ შვილის დაკრძალვისთვის საბერძნეთიდან საქართველოსკენ მომავალი დედა თურქეთ-საქართველოს საზღვარზე არ გამოუშვეს და საბერძნეთში მიაბრუნეს. 

შეგახსენებთ, რომ 49 წლის კაცი საკუთარი შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით, 23 აგვისტოს, საკუთარ სახლში დააკავეს.  25 აგვისტოს კი ბრალი არასრულწლოვნის თვითმკვლელობამდე მიყვანის და ოჯახში ძალადობისთვის წაუყენეს.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი