
საქართველოში 2020 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი 5.8%-ით შემცირდა, ივლისის თვეში კი ქვეყანამ 5.5%-იანი ეკონომიკური კლება განიცადა. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
კლების ტენდენცია შეინიშნება ყველა დარგში, გარდა სამთომომპოვებითი და დამამუშავებელი მრეწველობის დარგებისა.
წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, სახეზე გვაქვს საქართველოს ეკონომიკის 5.5%-იანი ვარდნა. შესაბამისად, 2020 წლის 7 თვის მაჩვენებელი გახლავთ -5.8%, - განმარტავს საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე.