თბილისის "ლოკომოტივი" მოსკოვის "დინამოს" წინააღმდეგ - აფიშა მიხეილ მესხის გავსების გარანტს იძლევა, თუმცა ცნობილია რომ უეფამ კლუბებს მაყურებელთა დასწრების უფლება არც სექტემბერში მისცა.
ახლა ლოკომოტივის მთავარ მწვრთნელს მეორედ მოუწევს ფავორიტად შერაცხული მეტოქის დამარცხება. ეს თბილისელებმა რუმინეთის "კრაიოვას" შემთხვევაში წარმატებულად მოახერხეს.
მოსკოვის დინამო რუსეთის პრემიერლიგაში 6 ტურის შემდეგ 4-ე ადგილზეა, გუნდმა 3 შეხვედრა მოიგო, 2 ფრედ დაასრულა, ხოლო ერთიც წააგო.
ყველაზე ხმაურიანი კი მაინც "ზენიტის" დამარცხება იყო. "დინამომ" მეტოქეს საგანგებო სტატიაც მიუძღვნა.
ლოკომოტივის "კრაიოვასთან" გამარჯვების მომტანი შემადგენლობიდან მხოლოდ ნიკა სანდოხაძის თამაშია საეჭვო, დანარჩენი ფეხბურთელები კი ჯერ ეროვნული ჩემპიონატის მატჩებისთვის მოემზადებიან. რამდენად სახიფათოა პანდემიით ყველაზე სახიფათო რეგიონის გუნდის სტუმრობა ამაზე თბილისელთა მთავარ მწვრთნელს საკუთარი მოსაზრება აქვს:
კენჭისყრის შედეგად გაუმართლა თბილისის დინამოს, რომელიც ევროპა ლიგაზე ასპარეზობას ჩემპიონთა ლიგაზე უსუსური თამაშის შემდეგ აგრძელებს. ტირანასთან დამარცხების შემდეგ დინამოში ბევრი შეიცვალა, გუნდში დაბრუნდა ესპანელი ჩისკო მუნიოსი. ის მიიჩნევს რომ უელსური ბარიერი დაძლევა თბილისელებს ნამდვილად შეუძლიათ:
17 სექტემბერს ქართული ფეხბურთი კიდევ ერთხელ გაივლის ევროპულ გამოცდას, ლოკომოტივი და დინამო ევროპული საფეხბურთო სეზონის გაგრძელების ბოლო შანსია.