სასულიერი პირები თერჯოლაში მომხდარ ტრაგედიაში სახელმწიფოს ადანაშაულებენ

გამოქვეყნდა:

სასულიერო პირები თერჯოლაში მომხდარ ტრაგედიაში სახელმწიფოს ბრალეულობას ხედავენ. 11 წლის ბავშვის თვითმკვლელობამდე მიყვანა, სამღვდელოების აზრით, არ მოხდებოდა, მძიმე სოციალური ფონის გამო დედებს საზღვარგარეთ წასვლა რომ არ უწევდნენ. 

დეკანოზ იოანე რევიშვილის თქმით, ბავშვები მშობლების გარეშე სტრესულ გარემოში იზრდებიან და დაბრკოლებებთან გამკლავების უნარი არ აქვთ. 

თუ დემოკრატიაზე წავედით, უკეთესი პირობები ხომ უნდა იყოს, რომ ცოლ-ქმარი ერთად იყოს? სოციალური მდგომარეობაა ასეთი, - განმარტავს დეკანოზი.

აღსანიშნავია, რომ პატრიარქის კურთხევით, სასულიერო პირებმა დაღუპულ ბავშვს წესი აუგეს.

ცნობისთვის, გარდაცვლილი 11 წლის მოზარდის დედა, 26 აგვისტოს, საქართველოში ვადაგასული პასპორტის გამო არ შემოუშვეს. ოჯახმა დახმარებისთვის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა. გარდაცვლილის და, თინათინ აბჟანდაძე ამბობს, რომ შვილის დაკრძალვისთვის საბერძნეთიდან საქართველოსკენ მომავალი დედა თურქეთ-საქართველოს საზღვარზე არ გამოუშვეს და საბერძნეთში მიაბრუნეს.  ნესტან აბჟანდაძემ თერჯოლაში დაბრუნება მხოლოდ 30 აგვისტოს მოახერხა.

შეგახსენებთ, რომ 49 წლის კაცი საკუთარი შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით, 23 აგვისტოს, საკუთარ სახლში დააკავეს.  25 აგვისტოს კი ბრალი არასრულწლოვნის თვითმკვლელობამდე მიყვანის და ოჯახში ძალადობისთვის წაუყენეს.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი