გიორგი შაქარაშვილის ჩანთაზე დნმ-ის 5 ახალი კვალი დააფიქსირეს

გამოქვეყნდა:

გიორგი შაქარაშვილი საქმეში ახალი გენეტიკური მასალა აღმოაჩინეს. ექსპერტიზის შუალედური დასკვნის მიხედვით, ახალი დნმ 19 წლის ფეხბურთელის წელის ჩანთაზე ფიქსირდება.

ჩანთაზე დნმ-ის 5 კვალია ამოსული - ერთი დადასტურებულად გიორგი შაქარაშვილს ეკუთვნის, მეორე - პირს, რომლისგანაც შაქარაშვილმა ითხოვა ჩანთა, დანარჩენი 3-ის შესახებ ინფორმაცია ჯერ უცნობია, დღეს კი სწორედ ეს გახდა ბრალდებულების ადვოკატებსა და პროკურატურას შორის დაპირისპირების მთავარი მიზეზი. 

თუ ვინმეს დნმ-ის პროფილი არ აღმოჩნდა ჩანთაზე, ეს სულაც არ აქარწყლებს საქმის გარემოებას და არ ნიშნავს, რომ მას უშუალო შეხება არ ჰქონდა დაღუპულთან, - ამბობს პროკურორი დავით ყაზარაშვილი.

შეგახსენებთ, რომ გამოძიებამ გიორგი შაქარაშვილის წელის ჩანთა არაგვის ხიდთან იპოვა და სწორედ მას შემდეგ იქცა საქმის მთავარ ნივთმტკიცებად. 

ცნობისთვის, შაქარაშვილის საქმეზე პროკურატურამ 11 პირის საქმე ცალკე წარმოებად გამოყო, მათ ბრალად ბრალად ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ძალადობა ედებათ. მათ დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 4-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

რაც შეეხება დამძიმებულ ბრალს, 11 აგვისტოს პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლებირვი დევნა 5 პირის მიმართ დაიწყო.  ხუთივე მათგანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

19 წლის ფეხბურთელის მკვლელობის საქმეზე ჯამში 17 პირია დაკავებული.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი