უარი დასავლეთს ქვეყნის მთავარი გამზირიდან | ოლიგარქის მთავარი გზავნილები

გამოქვეყნდა:

ბიძინა ივანიშვილმა ქვეყნის მთავარი გამზირიდან პირდაპირ გამოაცხადა რომ დასავლეთზე უარს ამბობს, რომ რუსეთისკენ მიდის და რომ ქვეყანამ საგარეო პოლიტიკური ვექტორი შეიცვალა. ამით ბიძინა ივანიშვილი პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, სადაც 78-ე მუხლში წერია რომ ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს. ივანიშვილის მეორე მთავარი გზავნილი რუსულ კანონს შეეხებოდა. გაირკვა, რომ მისი მეორედ დაბრუნება პარლამენტში სწორედ ოლიგარქის გადაწყვეტილება იყო. კანონი კი რეპრესიებისთვის სჭირდება და არც დამალა რომ არჩევნების შემდეგ დიდი პოლიტიკური შურისძიება და ანგარიშსწორება  დაიწყება. ქართული ოცნების დამფუძნებელმა გამოსვლისას არსად არ ახსნა ოკუპანტი რუსეთი, სამაგიეროდ თავს ესხმოდა დასავლელ მოკავშირეებს; მისი მიმართვისას ისმოდა მუქარა, მაგრამ არაფერი უთქვამს როგორ აპირებს გაღარიბებულ ხალხზე ზრუნვას, რომელთაც გამოკვების პრობლემა აქვთ. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი