"ფორმულას" ვებგვერდზე ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა

გამოქვეყნდა:

ტელეკომპანია "ფორმულა" აცხადებს, რომ მათ ვებგვერდზე ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა. შეგახსენებთ, რომ გუშინ ჰაკერული თავდასხმა იყო "მთავარი არხის" ვებგვერდზე. 

"ვებგვერდი რამდენიმე საათის განმავლობაში იყო გათიშული, თუმცა აღდგენა მოხერხდა. ტექნიკური სამსახური ჰაკერული თავდასხმის დეტალებს არკვევს", - ნათქვამია ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

რაც შეეხება "მთავარ არხს", საიტზე ჰაკერული თავდასხმა დილის საათებში დაიწყო და წაიშალა მონაცემთა ბაზის ნაწილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი