
ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს კერძო და საჯარო კლინიკების ჩამონათვალს, რომლებშიც რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალს, დასაქმების ალტერნატიულ შესაძლებლობას სთავაზობს. ჩამონათვალში 13 სამედიცინო დაწესებულებაა:
შეგახსენებთ, რომ 22 იანვარს, ცნობილი გახდა, რომ მთავრობამ რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის დანგრევის და მის ბაზაზე ახალი კლინიკის აშენების გადაწყვეტილება მიიღო. მედპერსონალის ნაწილი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ახალი საავადმყოფოს აშენების საკითხს. ისინი შიშობენ, რომ შესაძლებელია, ეს ტერიტორია სხვა მიზნებისთვის გამოიყენონ.
მედიკოსებმა სამინისტროსთან დღეს საპროტესტო აქციაც გამართეს.