
"დასრულდეს შერჩევითი სამართალი" - ზუგდიდის რაიონულ პროკურატურასთან, კეკელიძის ქუჩაზე
გამოსახლების საქმეზე დაკავებული გიორგი ხასაიასა და კაკო ჩიქობავას მხარდამჭერი აქცია გაიმართა.
აქციის მონაწილეები დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ. ცნობისთვის, დაკავებული გიორგი ხასაიასა და კაკო ჩიქობავას მხარდამჭერი აქცია ქუთაისშიც გაიმართა.
შეგახსენებთ, რომ კეკელიძის ქუჩაზე დაკავებული კაკი ჩიქობავა თსუ-ის ლექტორია, ხოლო გიორგი ხასაია "ილიაუნის." ორივე მათგანს სასამართლომ აღკვეთის სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
იხილეთ ასევე: