Georgian Airways ბათუმიდან მოსკოვში ფრენებს იწყებს

გამოქვეყნდა:

ქართული ავიაკომპანია Georgian Airways ბათუმიდან მოსკოვში იწყებს ფრენებს. კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ფრენები 2 აპრილიდან დაიწყება. 

ფრენები კვირაში სამი სიხშირით - სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს შესრულდება.

Georgian Airways თბილისიდან მოსკოვის მიმართულებითაც დაფრინავს, ასევე, თბილისიდან სანქტ-პეტერბურგში. 

შეგახსნეებთ, რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის შემდეგ Georgian Airways უკრაინამ
დაასანქცირა. საჰაერო კომპანია პირველი ქართული დასანქცირებული კომპანია გახდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი