2023 წელს საქართველომ 5 მილიონ 884 ათასი დოლარის ღირებულების 619 ტონა ყურძნის ნატურალური ღვინოები შეიძინა - ინფორმაციას BMG ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ღვინის სამშობლოში, სადაც ადგილობრივი წარმოების ღვინო უმსხვილეს საექსპორტო საქონელს წარმოადგენს, იმპორტირებული ღვინის ღირებულება წლიურად 17.3%-ით გაიზარდა, მოცულობა კი 10.3%-ით შემცირდა.
გასულ წელს საქონლის იმპორტი, ფაქტობრივად 27 ქვეყნიდან განხორციელდა. მთავარი საიმპორტო ქვეყნები მსოფლიოში ღვინის უმსხვილესი მწარმოებლები საფრანგეთი, იტალია და ესპანეთი არიან.
2023 წელს ღვინის უმსხვილესი საიმპორტო ქვეყნების რეიტინგი ასეთია:
მცირე მოცულობებით ღვინო ასევე შემოვიდა:
საქსტატის მიერ გამოცემისთვისთვის მიწოდებული ინფორმაციით, ამ პერიოდში ქვეყანაში ღვინის იმპორტიორი TOP-5 კომპანიის ჩამონათვალი ასეთია: შპს ბკ-იმექს; შპს გ.დ. ალკო; შპს დრანკ ოკტოპუს დისტრიბუცია; შპს ლაქჟერი ბრენდზ; შპს სილქ გასტრონომი.