რუსეთმა დროებით ოკუპირებულ აფხაზეთს ელექტროენერგიის მიწოდება შეუმცირა

გამოქვეყნდა:

რუსეთმა დროებით ოკუპირებულ აფხაზეთს ელექტროენერგიის მიწოდება შეუმცირა, - ამის შესახებ ინფორმაციას "ეხო კავკაზა" კომპანია Черноморэнерго-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

"პირველ თებერვალს, რუსეთის ფედერაციის მხრიდან ელექტროენერგიის ნაკადის შემცირების გამო, აფხაზეთის მთელს ტერიტორიაზე დაწესდება გრაფიკული შეზღუდვები. შეზღუდვების გაუქმების ან გახანგრძლივების შემთხვევაში, კომპანია მოსახლეობას შეტყობინებას გაუგზავნის, მაშინვე, როგორც კი რუსეთის ფედერაციისგან მივიღებთ ინფორმაციას ელექტროენერგიის ნაკადის შესახებ", - წერს კომპანია.

მათივე ცნობით, პირველ თებერვალს მომხმარებლებს შუქი ორჯერ, ორ-ორი საათით ჩაუქრებათ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი