საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.3%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.0 პროცენტი შეადგინა. ეს ნიშნავს, რომ მიმდინარე წლის იანვარში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში, სამომხმარებლო ფასების ინდექსი არ შეცვლილა.
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.3 პროცენტით, ფასები მომატებულია სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (7.8 პროცენტი), პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (4.2 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (2.8 პროცენტი);
სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში ფასები გაზრდილია 9.2 პროცენტით. ფასების მატება დაფიქსირდა ქვეჯგუფებზე: საფინანსო მომსახურება (26.6 პროცენტი), პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი (4.4 პროცენტი) და პირადი ჰიგიენა (4.1 პროცენტი);
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.5 პროცენტით, ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (4.8 პროცენტი), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (2.8 პროცენტი);
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები შემცირდა 2.4 პროცენტით.
ფასების კლება დაფიქსირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე:
ამასთან, ფასები გაზრდილია ქვეჯგუფებზე:
ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები შემცირდა 3.3 პროცენტით. ფასები შემცირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის ქვეჯგუფზე (-7.7 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე (5.6 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურებაზე (3.9 პროცენტი)