პოლიციელები ემიგრაციაში | კადრების გადინება შსს-დან და ახალი პოლიციელები უწყებაში

გამოქვეყნდა:

პოლიტიკურ ინსტრუმენტად ქცეული პოლიცია. სამართალდამცავ უწყებაში ბოლო წლებში განვითარებული პროცესები ადასტურებს, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს პირველ რიგში საარჩევნო დატვირთვა აქვს. უწყებას მასობრივად ტოვებენ ადამიანები, რომლებიც უკანონო დავალებების შესრულებას და მძიმე ეკონომიკურ პირობებს გაურბიან.

საკადრო დანაკლისის შესავსებად კი სამინისტრო დაჩქარებულ ტემპში ასაქმებს ახალ პოლიციელებს, რომლებისთვისაც ხელოვნურად შემცირდა სწავლისა და წვრთნის პერიოდი. ასეთ პოლიციელებს კი გომელაურის უწყება პირველ რიგში პოლიტიკური დავალებების შესასრულებლად იყენებს და არა სამართალდამცავი საქმიანობისთვის.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი