"თურმე ზოგი მექსიკით გარბის, ზოგი კატარღებით, ზოგი წყალქვეშა გემებით..." | გომელაური შსს-დან პოლიციელების წასვლაზე

გამოქვეყნდა:

ვახტანგ გომელაური შინაგან საქმეთა სამინისტროდან კადრების გადინებაზე დასმულ კითხვას პარლამენტში ირონიით პასუხობს და ამტკიცებს, რომ ეს მოგონილია.

მისი თქმით, სამინისტრო ცოცხალი ორგანიზმია, "ზოგი სხვა უწყებაში გადადის, ზოგი სახლში მიდის, მაგრამ მოდიან ახლებიც". როგორც გომელაური ამბობს, ეს არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს.

"ძალიან ბევრი ადამიანი ტოვებს თურმე, ზოგი მექსიკით გარბის, ზოგი რა ვიცი, კატარღებით, ზოგი წყალქვეშა გემებით, საიდან რას იგონებენ ეს ადამიანები არ ვიცი. არაერთხელ მითქვია მე, შინაგან საქმეთა სამინისტროში 40 ათასი ადამიანი ვართ. პოლიციელი გვყავს ძალიან ბევრი და სტატისტიკას მოგიყვანთ. მაგალითად, 2023-ში დათხოვილი თანამშრომლები იყო 2965 და 2909 ახალი მივიღეთ. 2022-ში  4000 ადამიანი წავიდა, 3 200 ადამიანი მივიღეთ. ცოცხალი ორგანიზმია. მიდის და გარბის და ყველა ტოვებს, ნამდვილად ვერ დავეთანხმები ქალბატონ ხატიას...წლიურად ვიღაც წავიდა და ახალი მივიღეთ, ეს მე მგონი პრობლემას არ წარმოადგენს არანაირის," - ამბობს გომელაური.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი