
ბათუმში ავარიის შედეგად დაშავებული 47 წლის ქალი კლინიკაში გარდაიცვალა. ინფორმაციას "აჭარათაიმისი" ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, შემთხვევის შედეგად დაშავებული მეორე ადამიანის მდგომარეობა მძიმეა, ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
შეგახსენებთ, რომ ავარია ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე მოხდა. მსუბუქი ავტომობილი ტროტუარზე ქვეითად მოსიარულე სამ მოქალაქეს შეეჯახა.
იხილეთ ასევე: