"ღამის 2 საათი იყო, ფეხშიშველი გამოვიქეცი, ტყის გავლით გადმოვედით" | მეწყერი ხულოში და ევაკუირებული ოჯახები

გამოქვეყნდა:

ჯერჯერობით უცნობია როდის შეძლებს ხულოდან მეწყერის გამო ევაკუირებული 35 ოჯახი სახლში დაბრუნებას. 

სტიქიის ზონაში ახლა გეოლოგები იმყოფებიან. სწორედ მათი დასკვნის შემდეგ უნდა გადაწყდეს როდის დაბრუნდებიან ოჯახები სახლებში. ადგილზე მუშაობს მძიმე ტექნიკაც. 

როგორც თვითმხილველები იხსენებენ, მეწყერი დაახლოებით ღამის 2 საათისთვის დაიწყო. მათ სტიქიისგან თავის დაღწევა საკუთარი ძალებით მოახერხეს.

"ღამის 2 საათი იყო როცა გავიგეთ ხმაური... შეგვეშინდა, ავფორიაქდით, გამოვიქეცით ფეხშიშველი... მოკლე გზიდან ვერ ჩამოვედით და გავედით გაღმა, ტყის გავლით გადმოვედით მეორე მხარეს", - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი. 

ჩამოწოლილმა მეწყერმა შექმნა ინფრასტრუქტურული პრობლემები. დაფარულია საავტომობილო გზები და ხიდები. სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა, ასევე არ დაზიანებულა საცხოვრებელი სახლები. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი