სურამში, სტიქიის ზონიდან ევაკუირებული ოჯახები სახლებში მინიმუმ 1 კვირა ვერ დაბრუნდებიან | გეოლოგების რეკომენდაცია

გამოქვეყნდა:

სურამში, სტიქიის ზონიდან ევაკუირებული ოჯახები საცხოვრებელ სახლებს მინიმუმ 1 კვირის განმავლობაში ვერ დაუბრუნდებიან, - შესაბამისი რეკომენდაცია გეოლოგებმა გასცეს, რომლებმაც ადგილზე პირველადი სამუშაოები დაასრულეს. 

პარალელურად ცნობილი ხდება, რომ დაბაში მეწყრული პროცესები ჯერ კიდევ 2007 წლიდან მიმდინარეობს, თუმცა ამის მიუხედავად ხელისუფლება ადგილზე მშენებლობის ნებართვებს მაინც გასცემდა.

შეგახსენებთ, რომ სურამში მეწყრული პროცესები გასულ ღამეს განვითარდა. მეწყერი ჩამოწვა ქვიშხეთშიც. უკანასკნელი მონაცემებით, სტიქიის ზონიდან ევაკუირებულია 40-ზე მეტი ოჯახი.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი