თვითმხილველების ინფორმაციით, ბათუმის მერის სამსახურებრივ მანქანას ავარიის მერე ადგილზე ნომრები მოხსნეს

გამოქვეყნდა:

თვითმხილველების ინფორმაციით, ბათუმის მერის, არჩილ ჩიქოვანის სამსახურებრივი მანქანა საპირისპირო მიმართულებით მოძრავ მანქანას შეეჯახა, რა დროსაც ორივე ავტომობილი დაზიანდა. 

ჯერჯერობით უცნობია ვინ მართავდა საჭეს და იჯდა თუ არა თავად ჩიქოვანი მისივე მანქანაში. როგორც მოქალაქეები ამბობენ, ჩიქოვანის მანქანას შეჯახებიდან მალევე სანომრე ნიშანი მოხსნეს სავარაუდოდ იმისთვის, რომ იდენტიფიცირება არ მომხდარიყო:

"ბარათაშვილზე დავინახე ნაავარიევი მანქანები. ერთ- ერთში შევიცანი ბათუმის მერის მანქანა, მაგრამ მას უკვე აღარ ჰქონდა ნომრები, თუმცა მანქანა ისეთი მარკისაა, შეუმჩნეველი ნამდვილად არ არის. მანქანა იყო დაზიანებული, მეორეც. ადგილზე პოლიციელები იყვნენ, მაგრამ როგორც ხდება ავარიის დროს შემოღობვა, ასე არ იყო და რამდენიმე წუთში საერთოდ გააქრეს მანქანები" ამბობს "მთავართან" თვითმხილველი.

მოქალაქეების ცნობით, მერის წარმომადგენლები მეორე მძღოლს, მანქანის შეკეთებას დაპირდნენ.

მომხდარზე ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო. ბათუმის მერიის პრესსამსახურში განცხადება არ გაკეთებულა.

ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში, ბარათაშვილის ქუჩაზე ცოტა ხნის წინ მოხდა

ავტორი: თეა ვაშალომიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი