მისი სურვილი იყო ციხეში ცოლ-შვილი, დედა, ბავშვები არ შესულიყვნენ | გიორგი მამალაძის დედის თქმით, შვილი 7 წლის შემდეგ, პირველად ნახა

გამოქვეყნდა:

7-წლიანი პატიმრობის შემდეგ, დეკანოზი გიორგი მამალაძე თავისუფალია. ის თბილისიდან ქობულეთში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში გუშინ ღამით, რეანიმობილით გადაიყვანეს.

დეკანოზმა პირველ კომენტარში თქვა, რომ ბრძოლას გააგრძელებს. მან ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის, მეუფე დიმიტრის შესახებაც ისაუბრა და თქვა, რომ მეუფეს არ აღმოაჩნდა ძალა, რომ მამალაძის გვერდით მდგარიყო. დეკანოზმა მადლობა გადაუხადა ოჯახის წევრებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და პარტნიორებს, მედიას და საზოგადოებას გვერდით დგომისთვის.

კომენტარი გააკეთა დედამ, რომელმაც შვილი 7 წლის შემდეგ პირველად ნახა:

"თვითონ მამაოს სურვილი იყო, რომ ცოლ-შვილი, დედა, ბავშვები არ შესულიყვნენ. არ გვენახა. ტელეფონზეც კი იცით, ახალი ამბავი არ არის, ძალიან დიდხანს არ გვქონია კომუნიკაცია, რომ დაიწყო, მე პირადად ემოციის ფონზე, მიუხედავად იმისა, ძლიერი კი ვარ, მაგრამ სულ მეტირებოდა, მერე თვითონაც ნერვიულობდა და ვცდილობდი ყოველთვის არ დამალაპარაკოთ და რაღაც, ხანდახან ველაპარაკებოდი", - ყვება დედა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი