ავარია თბილისში - უკვე თითქმის ორი საათია, მტკვარში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. მაშველებმა წყალში ჯერჯერობით ვერც მანქანა და ვერც მასში მჯდომი ადამიანი [ან ადამიანები - მათი რაოდენობა უცნობია] იპოვეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, შემთხვევის ადგილას არაერთი მაშველი მუშაობს.
შეგახსენებთ, რომ სამძებრო სამუშაოები მდინარეში მას შემდეგ დაიწყო, რაც მეტეხის ხიდზე ავტომობილი მოაჯირს შეეჯახა და წყალში გადავარდა. შემთხვევა 15 თებერვალს, დაახლოებით 23:00 საათზე მოხდა.
თვითმხილველების მიერ გავრცელებული არაოფიციალური ინფორმაციით, ავტომობილში 5 ადამიანი იმყოფებოდა, თუმცა, ამის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია ამ დრომდე არ აქვს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს.
იხილეთ ასევე: