"არ დაგვავიწყდება..არ გაპატიებთ" | რუსებმა მდუმარე აქცია ბათუმშიც გამართეს

გამოქვეყნდა:

"არ დაგვავიწყდება..არ გაპატიებთ" - ბათუმში მცხოვრებმა რუსეთის მოქალაქეებმა, ანბანის კოშკთან  ალექსეი ნავალნის გარდაცვალებასთან დაკავშირებით,  მდუმარე აქცია გამართეს.

აქციაზე შეკრებილებმა სამძიმარი გამოუცხადეს ნავალნის ოჯახს და განაცხადეს, რომ ის რუსულმა რეჟიმმა, კერძოდ პუტინმა მოკლა.

საქართველოში მცხოვრებმა რუსებმა აქცია გამართეს თბილისშიც, რუსეთის საელჩოს ყოფილ შენობასთან.

ავტორი: თეა ვაშალომიძე

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი