UFC-ის ქართველი ჩემპიონი | Post Factum ილია თოფურიას ოჯახიდან

გამოქვეყნდა:

პირველად UFC-ის არსებობის ისტორიაში, ლიგას ქართველი ჩემპიონი ჰყავს. ზემსუბუქ წონაში ახალი ჩემპიონი სწორედ ილია თოფურიაა, რომელმაც ავსტრალიელი ვოლკანოვსკის 4-წლიანი ჰეგემონია ნოკ-აუტით დაასრულა.

დამაჯერებელი და სანახაობრივი გამარჯვება მოიპოვა მერაბ დვალიშვილმაც, ვის საგულშემატკივროდაც დარბაზის პირველ რიგში არც მეტი, არც ნაკლები, მარკ ცუკერბერგი იყო მისული.

მაშინ როდესაც მთელი მსოფლიოს ყურაღება ანაჰეიმის ოქტაgoნისკენ იყო მიპყრობილი, Post Factum თბილისში, ილია თოფურიას ოჯახს  ესტუმრა - სადაც UFC საჩემპიონო ბრძოლის პირდაპირ ტრანსლაციას განსაკუთრებული მღელვარებით ელოდებოდნენ.

ვითარება რუსთაველის გამზირზე | არა რუსულ კანონს!
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი