იანვარში საქართველოდან ციტრუსის ექსპორტი 185%-ით გაიზარდა | მთავარი საექსპორტო ბაზარი კვლავ რუსეთია

გამოქვეყნდა:

2024 წლის იანვარში საქართველოდან ციტრუსის ექსპორტი 185%-ით გაიზარდა. BMG-ის ცნობით, ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ამ დასახელების საქონლის რეალიზებით ქვეყანამ წლის პირველივე თვეს 7 მილიონ 852 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო. 

საქართველოდან ციტრუსის მთავარი საექსპორტო ბაზარი იანვარში, ისევე როგორც სხვა პერიოდებში, რუსეთი იყო. რუსეთში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფების რეიტინგში ციტრუსმა მეორე ადგილი დაიკავა.

საანგარიშო პერიოდში ამ მიმართულებით 6 მილიონ 514 ათასი დოლარის ღირებულების 10 131 ტონა ციტრუსი გავიდა. ექსპორტის ღირებულება რუსეთში 418.2%-ით, ხოლო მოცულობა კი 293.4%-ით გაიზარდა.

გარდა ამისა, იანვარში სრულად 12 854 ტონა ციტრუსი გაყიდა, რაც 2022 წლის იანვართან შედარებით გასამმაგებული მაჩვენებელია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი