კობახიძე ადასტურებს, რომ "რესპუბლიკური საავადმყოფოს" ადგილას საინვესტიციო პროექტი განხორციელდება

გამოქვეყნდა:

ირაკლი კობახიძე ადასტურებს, რომ "რესპუბლიკური საავადმყოფოს" ადგილას საინვესტიციო პროექტი განხორციელდება,  თუმცა რა საინვესტიციო პროექტზეა საუბარი, ეს კობახიძემ არ თქვა:

"როგორც მოგეხსნებათ დაგეგმილი პროექტი ითვალისწინებდა საავადმყოფოს გარკვეული ტერიტორიის, უკანა ტერიტორიის გამოყენებას საინვესტიციო მიზნებისთვის, ხოლო წინა ტერიტორიაზე არსებული შენობის ადგილას იგეგმებოდა ახალი შენობის მშენებლობა. ექიმებმა ალტერნატიული ვარიანტი შემოგვთავაზეს, რაც გულისხმობდა იმას, რომ უკანა ტერიტორიაზე შეიძლებოდა საავადმყოფოს მშენებლობა მხოლოდ წინა ტერიტორიის გამოყენება მოგვიანებით საინვესტიციო მიზნებისთვის. ეს შემოთავაზება შეესაბამება იმ გეგმას, რომელიც არსებობდა თავის დროზე, ჯერ კიდევ 2007 წელს, ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა დაგეგმილი ახალი მშენებლობა. შემდეგ პოლიტიკური პროცესების გამო ეს პროექტი ვეღარ განხორციელდა. სწორედ უკანა ტერიტორიაზე იგეგმებოდა ახალი საავადმყოფოს მშენებლობა.

ჩვენ ვიმუშავებთ სწორედ ასეთ პროექტზე. დაიგეგმება შესაბამისი პროცესი და მომზადდება წინადადება ამ მიმართულებით, რომ უკანა ტერიტორიაზე განხორციელდეს საავადმყოფოს მშენებლობა, ხოლო წინა ტერიტორია გამოყენებულ იქნეს საინვესტიციო მიზნებისთვის.

საუბარია შესაბამისი ტერიტორიის პრივატიზებაზე, თუ როგორ განხორციელდება უშუალოდ, რა ფორმით, ეს იქნება კონკრეტულ პირობებზე დამოკიდებული. საავადმყოფოს შენობა ძალიან ძვირი ჯდება, სახელმწიფოს ინტერესებშია, კერძო სექტორი შეეხიდოს ახალი საავადმყოფოს მშენებლობას, სწორედ ამის გამო იმიჯნება მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებულია რესპუბლიკური საავადმყოფო, მიწის ნაკვეთი დაიტვირთება საინვესტიციო მიზნებისთვის, რომ კერძო სექტორი საავადმყოფოს მშენებლობაში შეგვეხიდოს, რათა ჭარბი ტვირთი არ დაწვეს სახელმწიფო ბიუჯეტს. ვერ გეტყვით, რა საინვესტიციო პროექტი შეიძლება განხორციელდეს, მე გპირდებით, რომ მაქსიმალურად ოპტიმალური ვარიანტი იქნება შეთავაზებული ქალაქისთვის, ქვეყნისთვის, მაქსიმალურად რაციონალურად დაიტვირთება ის სივრცე, რომელზეც საუბარი გვაქვს“, - განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, ხელისუფლებამ ექიმების პროტესტისა და მათთან ორდღიანი შეხვედრების შემდეგ, რესპუბლიკურის ნგრევის გადადებისა და რეორგანიზაციის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი