პირველი ქვა იმან მესროლოს , ვინც ჩემზე უცოდველია | ეპისკოპოს გიორგი ჯამდელიანის ქადაგება

გამოქვეყნდა:

მე როგორი მართალი და წმინდანი ვარ ამაზე კი არა, მე უნდა გესაუბროთ რომ მე ნამდვილად ცოდვილი ვარ და ცოდვების განცდამ მიმიყვანა ეკლესიის წიაღში, როდესაც 22 წლის ვიყავი...პირველი ქვა იმან მესროლოს , ვინც ჩემზე უცოდველი არის - ასე მიმართა მრევლს მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის მღვდელმთავარმა, ეპისკოპოსმა გიორგი ჯამდელიანმა საკვირაო ქადაგებისას.

არის თუ არა ეს აღიარება ინფორმაციისა, რომ მან ცოლი მოიყვანა ჯერ უცნობია, თუმცა მეუფე გიორგი დეკანოზ ილია ჭიღლაძეს დაესხა თავს და განაცხადა, რომ ის ეკლესიიდან უნდა განიკვეთოს. მეუფე ინფორმაციას სწორედ დეკანოზ ჭიღლაძის პირად შურისძიებას უკავშირებს.

ჭიღლაძე ეს არის ერეტიკოსი, მწვალებელი, მიეცა მას სინანულისათვის დრო და ნაცვლად იმისა, რომ ეს დრო სინანულისთვის გამიყენოს, ის არის დაკავებული ცილისმწამებლური, ანტიეკლესიური და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებით, აუცილებლად არის განაკვეთი, ეს აუცილებლად მოხდება" თქვა ეპისკოპოსმა.

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის სკანდალზე საპატრიარქო დუმს. როდის შეიკრიბებიან მღვდელმთავრები, სადაც უნდა გადაწყვიტონ დაატოვებინებენ თუ არა მეუფე გიორგის სინოდის წევრობას, უცნობია. 

იხილეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი