"არანაირი ჟანგაბდის ბალონი... ვიცი, რომ უნდა მოეტანათ აზოტი" - კოსტავაზე მომხდარი აფეთქების ახალი დეტალები

გამოქვეყნდა:

კლუბი დეჟა ვუ და მის გარშემო მდებარე ობიექტები დალუქულია. კოსტავას გაზირზე, სადაც გუშინ აფეთქება მოხდა, კვალი ჯერ კიდევ შეინიშება, ადგილი შემოსაზღვრულია და გადაადგილების უფლება არავის აქვს.

საგანგებო სამსახურის ვერსიას, რომ გუშინ, ფილარმონიასთან ჟანგბადის ბალონი აფეთქდა, მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ ერთი სალონის მენეჯერი არ ეთანხმება და ამბობს, რომ ხელოსნები კონდენციონერის ბლოკს, აზოტით ამოწმებდნენ

არანაირი ჟანგაბდის ბალონი და ის არ ვიცი, ვიცი, რომ უნდა მოეტანათ აზოტი და აზოტით უნდა შეემოწმებინათ გარე ბლოკი და აფეთქდა ეს გარე ბლოკი - ამბობს ნინი ღვარაძე

აფეთქება ფილარმონიასთან გუშინ, 4 სექტემბერს მოხდა, რა დროსაც დაიღუპა ერთი და დაშავდა სამი ადამიანი 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი