ფილარმონიის მიმდებარედ ჟანგბადის ბალონი აფეთქდა

გამოქვეყნდა:

საგანგებო სიტუაციებიების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ფილარმონიის მიმდებარედ, კლუბ დეჟა-ვუში ჟანგბადის ბალონი აფეთქდა. აფეთქების შედეგად გარდაცვლილია ერთი პირი, დაშავებულია 2. 

თვითმხილველები ამბობენ, რომ აფეთქების ხმა იმდენად ძლიერი იყო, რომ ტერიტორიაზე სახლების ფანჯრები ჩაიმტვრა. 

რამდენიმე წუთის წინ ჩავიარე, გარეთ იდგა ორი მუშა რომელიც ცდილობდა რაღაცის დამაგრებას და ამ დროს საშინელი ტალღა წამოვიდა და რაღაც დამეცა თავში, იყო საოცარი ხმაური და დიდი ტალღა და განათება. ხელოსნები რაღაცის შეკეთებას ცდილობდნენ და როცა გონს მოვედით და შევძელით უკან გახედვა რაც დავინახეთ იყო ცხედარი და დაშავებული ადამიანები, რომლებიც სასწრაფომ წაიყვანა, - ამბობს თვითმიხლველი ეკა სარია.

ტერიტორიაზე მოვიდნენ ახლობლები, რომლებიც ამბობენ, რომ ვერ უკავშირდებიან კლუბის მენეჯერს,  შესაბამისად არ იციან, როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ფილარმონიის მიმდებარედ აფეთქება ცოტა ხნის წინ მოხდა.  

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი