სასამართლოს ენით გააგებინეს წულუკიანს, რომ ნებისმიერი დღე, რომელსაც გაატარებს კულტურის მინისტრად, არის უკანონო | პატარიძე

გამოქვეყნდა:

იცით რა მძიმე იყო ყოველი პროცესი, როდესაც მიდიხარ და სასამართლო იწყება წინადადებით - მაია პატარიძე ეროვნული მუზეუმის წინააღმდეგ. საქმეს ქვია ესე. იმ მუზეუმის წინააღმდეგ, რომლისთვისაც ალბათ თავს გავწირავდი - ასე ეხმაურება ეროვნული მუზეუმის ყოფილი თანამშრომელი მაია პატარიძე სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მისი გათავისუფლება უკანონოა.

"აწი უკვე სასამართლოს ენით გააგებინეს წულუკიანს, რომ მისი ნებისმიერი გადაწყვეტილება, ნებისმიერი დღე, რომელსაც გაატარებს კულტურის მინისტრად, არის უკანონო. ჩემი შემთხვევა არ არის პირველი, ჩემს გარდა ძალიან ბევრმა მოიგო" ამბობს მაია პატარიძე.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია და ბათილად ცნო მაია პატარიძის სამსახურიდან გათავისუფლება. ეროვნულ მუზეუმს დაეკისრა განაცდურის ანაზღაურება და მაია პატარიძის სასარგებლოდ, კომპენსაციის სახით 2000 ლარის ანაზღაურება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი