წულუკიანს სასამართლო ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებულმა კიდევ ერთმა პირმა მოუგო

გამოქვეყნდა:

მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირის ინფორმაციით, წულუკიანს სასამართლო დავა  საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებულმა კიდევ ერთმა მოსარჩელემ მოუგო. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია და ბათილად ცნო მაია პატარიძის სამსახურიდან გათავისუფლება. 

ეროვნულ მუზეუმს დაეკისრა განაცდურის ანაზღაურება და მაია პატარიძის სასარგებლოდ, კომპენსაციის სახით 2000 ლარის ანაზღაურება. 

გვინდა სიხარულით გაცნობოთ, რომ ჩვენმა მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირი - SEC Workers Union მორიგი სასამართლო პროცესი მოუგო საქართველოს ეროვნული მუზეუმის ახალ ხელმძღვანელობას და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო და პირადად თეა წულუკიანს. 

გაცნობებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე სოსო ღურწკაიამ 2024 წლის 28 თებერვალს გამოაცხადა გადაწყვეტილება საქმეზე მაია პატარიძის სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის წინააღმდეგ, რომლითაც ძირითადად დაკმაყოფილდა მაია პატარიძის სარჩელი. სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია მაია პატარიძის სამსახურიდან გათავისუფლება და ბათილად ცნო ბრძანება, რომლითაც მაია პატარიძე სამსახურიდან გათავისუფლდა, ასევე ეროვნულ მუზეუმს დაეკისრა განაცდურის ანაზღაურება გათავისუფლების დღიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ამასთან ეროვნულ მუზეუმს მაია პატარიძის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის სახით 2000 ლარის ანაზღაურება, ვინაიდან სასამართლო, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ჩატარებული მავნებლური რეორგანიზაციის შემდეგ, საქართველოს ეროვნულ მუზეუმს ვერ დაავალდებულებს დასაქმებული აღადგინოს დაკავებულ თანამდებობაზე, რაც მუზეუმისთვის დიდი დანაკლისი იქნება." წერს მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირი.

მათი ცნობით, ეს უკვე მე-15 სასამართლო პროცესია, რომელიც კულტურის სამინისტროს სისტემიდან უკანონოდ და რეპრესიულად გათავისუფლებულმა ადამიანებმა მოიგეს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წინააღმდეგ. სასამართლოში კიდევ 70 სარჩელია შესული.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი