საქართველო უკვე მერამდენედ ხდება კრემლის ეკონომიკური პოლიტიკის მსხვერპლი. პუტინის რეჟიმი ენერგეტიკულ ბერკეტებს კვლავ იარაღად იყენებს. ამჯერად საწვავის ექსპორტის აკრძალვით რუსეთი უმძიმეს ენერგეტიკულ მდგომარეობაში აყენებს ყველა ქვეყანას, ვინც მის ნავთობპროდუქტებზეა დამოკიდებული. ქართული ოცნების დამსახურებით ამ ქვეყნების რიცხვში საქართველოც შედის. უახლოეს დღეებში ნავთობიმპორტიორები და ეკონომისტები საწვავის გარდაუვალ გაძვირებას მოელიან.