მეოთხე დღეა იორმუღანლოში არასრულწლოვნებს ეძებენ | ოჯახის თქმით, 13 წლის გოგო 16 წლის ბიჭმა მოიტაცა

გამოქვეყნდა:

უკვე მეოთხე დღეა სოფელ იორმუღანლოში 13 წლის გოგოს ეძებენ. მისი ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ის თანასოფლელმა, 16 წლის არასრულწლოვანმა ბიჭმა 27 თებერვლის ღამეს, ეზოდან მოიტაცა და მის დაბრუნებას ითხოვენ.

"მეუბნებიან ვერა და ვერ ვპოულობთო, პოლიცია ეძებს დღე და ღამე, არ ვიცი. გუშინ ტელეფონის მეშვეობით დაიწყეს ძებნა, მეც ვიყავი.. მეუბნებიან, რომ ვერ იპოვეს. ვფიქრობ, რომ ჩემი  ბავშვი მოკლეს და ცოცხალი არ არის..იმიტომ იმალებიან..დღესაც ველოდები, რა ვიცი..ცოტახანს დაველოდები და შემდეგ წავალ სამინისტროში ეგრე არ გავჩერდები.4 დღეა ველოდები და ველოდები. გუშინ  მთელი თელავის და საგარეჯოს პოლიცია აქ იყო,მაგრამ ვერ პოულობენ"  - ამბობს 13 წლის გოგოს მამა.

ბიჭის ახლობლები კი ამტკიცებენ, რომ არასრულწლოვანი გოგო მათ ვაჟზე შეყვარებული იყო და ცოლად საკუთარი სურვილით გაჰყვა.

გაუჩინარებული მოზარდები პოლიციას ამ დრომდე არ უპოვია.

ასევე ნახეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი