იორმუღანლოში სამი დღეა არასრულწლოვნებს ეძებენ | 16 წლის ბიჭს 13 წლის გოგოს გატაცებაში ადანაშაულებენ

გამოქვეყნდა:

13 წლის მოზარდის ოჯახი გაუჩინარებული გოგოს დაბრუნებას ითხოვს. არასრულწლოვანს პოლიცია უკვე სამი დღეა უშედეგოდ ეძებს. სოფელ იორმუღანლოში 16 წლის ბიჭმა 13 წლის თანასოფლელი გოგო 27 თებერვლის ღამეს ეზოდან მოიტაცა - ასეთია გოგოს ოჯახის ვერსია. ბიჭის ოჯახი კი ამტკიცებს, რომ არასრულწლოვანი გოგო მათ ვაჟზე შეყვარებული იყო და ცოლად საკუთარი სურვილით გაჰყვა. გამოკითხვები ამ დრომდე გრძელდება იორმუღანლოს პოლიციაში, გაუჩინარებული მოზარდები პოლიციას ამ დრომდე არ უპოვია.

ავტორი: ია გულიაშვილი; ნინო ჟიჟიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი