"ვფიქრობ, მცოცავი ოკუპაცია უნდა გააგრძელონ და ადგილები მოინიშნეს..." | ხურვალეთში რუსი ოკუპანტები ისევ გამოჩნდნენ

გამოქვეყნდა:

"ვფიქრობ, მცოცავი ოკუპაცია უნდა გააგრძელონ და ადგილები მოინიშნეს...", - ამის შესახებ ხურვალეთში მცხოვრები ლუდა სალია საუბრობს და სოფელში რუსი ოკუპანტების გამოჩენას ეხმაურება. სოფელში ვარაუდობენ, რომ ოკუპანტები დამატებითი მავთულხლართების გაბმას გეგმავენ, რადგან საოკუპაციო ზოლის ნაწილი ხურვალეთის გარკვეულ მონაკვეთზე მხოლოდ ძელებით და მწვანე ბანერებითაა მონიშნული. 

როგორც ლუდა ასლია ამბობს, რუსები ტერიტორიაზე დაახლოებით 30 წუთს გაჩერდნენ. სალია არ გამორიცხავს, რომ აღნიშნული ქმედება მცოცავი ოკუპაციის გაგრძელება იყოს. 

"8 წელია აქ ვცხოვრობ და ვიცი, რომ შაბათ-კვირას არ დადიან, არც წვრთნები აქვთ და არც არაფერი. დღეს გამიკვირდა, ეს მანქანა რომ გადმოდგა. 4 რუსი ოკუპანტი სამხედრო ფორმებით იყო, სახე დაფარული ჰქონდათ - სულ დაფარული აქვთ, სახე ალბათ იმიტომ, რომ შაბათ-კვირას აქ დაგულაობენ თბილისის კაფეებში და რომ არ იცნონ. რაღაცები შეიტანეს საგუშაგოში, რამდენიმე ხანი იდგნენ, დაათვალიერეს კარგად აქაურობა, აქეთ იხედებოდნენ, ფოტოებშიც ჩანს, რომ ხელებით ანიშნებდნენ რაღაცებს ერთმანეთს. 30 წუთის შემდეგ ჩასხდნენ და წავიდნენ... ან ისევ მცოცავი ოკუპაცია უნდა გააგრძელონ, ან სამუშაოებს ასრულებენ, რაღაც იარაღები შეიტანეს, რომ წვრთნები გააგრძელონ..." - ამბობს ლუდა სალია. 

შეგახსენებთ, რომ ხურვალეთი  ის სოფელია, რომელმაც, ახალი საოკუპაციო რუკების მიხედვით, შესაძლოა, დამატებითი ტერიტორიები დაკარგოს.

იხილეთ ასევე:

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი