"ხურვალეთში რუსები გამოჩნდნენ... ერთ-ერთ საგუშაგოზე დაცალეს საინჟინრო მანქანა და მალევე დატოვეს იქაურობა", - ამის შესახებ ანტისაოკუპაციო მოძრაობის "ძალა ერთობაშია" დამფუძნებელი დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში წერს და ადგილიდან ფოტო-მასალას ავრცელებს.
"ხურვალეთიდან, ქალბატონმა ლუდა სალიამ მოგვაწოდა ფოტო-მასალა, სადაც რუსები გამოჩნდნენ ერთ-ერთ საგუშაგოზე, დაცალეს საინჟინრო მანქანა და მალევე დატოვეს იქაურობა.
მათი აქტიურობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში თვალში საცემია.
რუსეთის სტრატეგიული, გრძელვადიანი გეგმა საქართველოს საბოლოო დამორჩილებაა.
თუ ამისათვის საქართველოს ანექსია დასჭირდება, ამაზეც არ იტყვის უარს.
საოკუპაციო ჯარების ნებისმიერი სახის აქტივობა, იქნება ეს სანგრების თხრა, ბლინდაჟების კეთილმოწყობა, სადაზვერვო სისტემების ინსტალაცია თუ ნებისმიერი სხვა მოქმედება, უნდა განიხილებოდეს როგორც მზადება შემდგომი აგრესიის განხორციელებისათვის", - წერს ქაცარავა.