"დამჭირდება ტექ. პასპორტი, კომპანიის დასახელება... სახმელეთოშიც რიცხავთ 200 ლარს", - ამის შესახებ "მთავარი არხის" ჟურნალისტს, რომელმაც სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში არსებულ შესაძლო კორუფციასთან დაკავშირებით ექსპერიმენტი ჩაატარა, თამაზ გორჯომელაძის წარმომადგენელმა უთხრა. ის ირაკლი ბახტაძეს მას შემდეგ დაუკავშირდა, რაც გორჯომელაძე მას თანხის სანაცვლოდ დოკუმენტის დამზადებას დაპირდა.
"დამჭირდება ტექ. პასპორტი, კომპანიის დასახელება, საიდენტიფიკაციო. თქვენ ბათუმში თუ მოდიხართ მე მოგაწვდით თუ არადა გამოგიგზავნით. წესით ორ დღეში გაკეთდება [დოკუმენტების მიწოდებიდან]. სახმელეთოშიც რიცხავთ 200 ლარს," - წარმომადგენელი.
რეპორტაჟი სრულად: