შესაძლო კორუფცია სახმელეთო გადაზიდვების სისტემაში | "მთავარის" ექსპერიმენტი და ტრაილერის მძღოლების მოთხოვნა ეკონომიკის მინისტრს 

გამოქვეყნდა:

ტრაილერების მძღოლები სახმელეთო ტრანსპორტის ხელმძღვანელს კორუფციაში ამხელენ და ღიად უპირიპირდებიან. ტვირთის გადაზიდვაზე ნებართვის დაუსრულებელი ლოდინის შემდეგ მძღოლები პროტესტის რეჟიმზე გადადიან. "მთავარი არხის" ექსპერიმენტმა კი დაადგინა, რომ ნებართვის მიღება პრობლემას არ წარმოადგენს იმ შემთხვევაში, თუ მას შავ ბაზარზე შეიძენენ და ოფიციალურ ღირებულებაზე ათზე მეტ თანხას გადაიხდიან.

ტრაილერების მძღოლები ეკონომიკის სამინისტროს ერთ კვირიან ვადას აძელევენ. უწყებამ უნდა დაადგინოს თაღლითური სქემის მონაწილეები და შესაძლო კორუფციაზე გამოძიება დაიწყოს. გადამზიდავები ვარაუდობენ, რომ სქემა ტრანსპორტის სააგენტოდან იმართება და ნებართვების გაცემაც სპეციალურად, ხელოვნურად ჭიანურდება.

თავად ლევან გამყრელიძე კი "მთავარი არხის" სატელეფონო ზარებს მთელი დღის განმავლობაში არ პასუხობდა.

იხილეთ ასევე:

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი