კორუფციის სკანდალი სულ უფრო მასშტაბური ხდება. სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში დანაშულებრივი სქემის არსებობას უარყოფენ, მაგრამ ფაქტები, მძღოლების მონაყოლი და "მთავარი არხის" ექსპერიმენტი სრულიად საპირისპიროს ადასტურებს.
გუშინდელი სატელეფონო საუბრის შემდეგ სქემის ერთ-ერთმა მთავარმა მონაწილემ დღეს თავის გამართლება სცადა - მოქალაქე, რომელიც მძღოლების მტკიცებით ქრთამის სანაცვლოდ დოკუმენტაციას უგვარებდა, უარყოფს არათუ მონაწილეობას დანაშულში, არამედ გუშინდელ სატელეფონო საუბარსაც კი. ამ ტყუილს გაფიცული მძღოლები უპირისპირდებიან და პროტესტს აგრძელებენ.
დღეს ეკონომიკის სამინისტროს აუდიტის სამსახურმა შიდა მოკვლევა დაიწყო, მაგრამ აქციის მონაწილეები საქმეში საგამოძიებო უწყებების ჩართვას და საკადრო ცვლილებებს მოითხოვენ.
იხილეთ ასევე: