აუდიტი სახმელეთო სატრანსპორტო სააგენტოში | პირი, რომელიც "მთავარს" ექსპერიმენტისას ყალბი დოკუმენტის დამზადებას დაჰპირდა, დღეს ყველაფერს უარყოფს

გამოქვეყნდა:

შესაძლო კორუფცია სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში - "მთავარის" ექსპერიმენტით გაირკვა, რომ სატვირთო მანქანების მძღოლებს ფულის სანაცვლოდ ტვირთის გადაზიდვაზე ნებართვას არალეგალურად აძლევენ. დაახლოებით ერთ საათში ტრაილერის მძღოლები ეკონომიკის სამინისტროს აუდიტორებს შეხვდებიან.

"კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ მინისტრის დავალებით სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტი მოიკვლევს სატვირთო ავტომობილების მფლობელებისა და მძღოლების მიერ გამოთქმულ უკმაყოფილების მიზეზებს დაინტერესებული მხარეების უშუალო ჩართულობით", - აცხადებს ეკონომიკის სამინისტრო. 

პირი, რომელიც გუშინ ჩვენს ჟურნალისტს საბაზრო ღირებულებაზე რამდენჯერმე უფრო მაღალი ფასის გადახდის შემთხვევაში ჰპირდებოდა ნებართვას, დღეს საპირისპიროს ამტკიცებს და ყველაფერს უარყოფს. 

"მთავარის" ჟურნალისტს მან უთხრა, რომ გავრცელებული ინფორმაცია ტყუილია:

"არანორმალური ხარ, არ მოიკითხე ვინ ვარ და გამოაქვეყნე საქვეყნოდ განცხადება, ეგ 450 დოლარი იმისთვის კი არ არის, რომელ მძღოლს გავუკეთე მერე, არ თქვეს რომელიმემ რომ გამიკეთაო?! ვისზე მაქვს გაკეთებული ეგ ინფორმაცია?! 

მაგას რატომ ვაკეთებ გეტყვი ახლა, უმუშევარი ვარ, დავიწყე ეგეთი რაღაცის გაკეთება, რომ მძღოლებს მოვემსახურო [...] როცა სახმელეთო სააგენტო აცხადებს მძღოლების რეგისტრაციას ნებართვაზე, რომელ მძღოლსაც არ აქვს დრო, მაგალითად გასულია ქვეყნიდან, მოძრაობს, მანდ ხომ საათები უნდა ტელეფონის რიგში დგომა, ვისაც არ აქვს მაგის ნებისყოფა, ის ადამიანი მიკავშირდება და ვეუბნები, რომ მე შენ მოგემსახურები, დაგარეგისტრირებ, 100 ლარია ერთი ნებართვა. როცა სააგენტო გასცემს მაშინ ვაკეთებ... მძღოლს არ სცალია, ვეხმარები მე, მომსახურებაში ვიღებ მაგას", - თქვა ექსპერიმენტის მონაწილემ, რომელიც ჟურნალისტს დოკუმენტის დამზადებას დაჰპირდა.

ლევან გამყრელიძესთან დაკავშირებას მეორე დღეა ვცდილობთ, თუმცა ის "მთავარი არხის" ზარებს არ პასუხობს, დღეს არც სამსახურში გამოჩენილა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი