თერჯოლაში მომხდარი ავარიის დროს დაშავებული ერთ-ერთი პირი დაიღუპა

გამოქვეყნდა:

თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფელ სიმონეთთან მომხდარი ავარიის დროს დაშავებული ერთ-ერთი პირი დაიღუპა. ინფორმაციას "მეგა TV" ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ ავარია დღეს, 7 მარტს მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. 

ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახური და პოლიცია.

როგორც "მთავარ არხს " შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი