ტრაგედია თემქაზე - მშენებარე კორპუსიდან მუშა, 30 წალმდე ასაკის ბიჭი გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.
ახალგაზრდა მამაკაცი მე-11 სართულის სიმაღლიდან გადმოვარდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადას ის უკვე გარდაცვლილი დახვდა. დაღუპულის ახლობლები ამბობენ, რომ ობიექტზე უსაფრთხოების ნორმები დაცული არ იყო.
დაგვირეკეს და გვითხრეს მშენებლობიდან გადმოვარდაო. არის ჩემი მეჯვარის ძმა. ფაქტია რასაც ვხედავთ ეგ არის რომ დაცული არაა არაფერი. ჯერ არ გვეუბნებიან არაფერს" ამბობს დაღუპულის ახლობელი
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
ადგილზე სამართალდამცველები და შრომის ინსპექციის წარმომადგენლები მუშაობენ. ტრაგედიის ადგილას ჯერჯერობით არ გამოჩენილან სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები.
ობიექტზე დასაქმებული სხვა პირები პოლიციაში, გამოკითხვაზე გადაიყვანეს. ცხედარი კი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.