ქუთაისში, ქალაქის ისტორიულ "თეთრ ხიდზე", რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, დაზიანებული პანორამული მინა ამ დრომდე არ შეუცვლიათ. უსაფრთხოების მიზნით, საფეხმავლო შუშა უკვე რამდენიმე კვირაა რკინის ჯებირებითაა შემოსაზღვრული.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ქუთაისში ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი ხარვეზებით მიმდინარეობს და დასრულების შემდეგ ხშირად იჩენს თავს პრობლემები, რაზეც პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.
"ეს არის ქალაქ პოპერინგის მერიის შენობა, სადაც მუშაობს ზუსტად 10 კაცი. ქუთაისის მერიაში მუშაობს 1000 კაცზე მეტი, მე რომ ვიყავი მაშინ და მის მერე ზარდეს და ზარდეს. დროშა ვერ დაკიდენ, ვერ დაკიდენ...თეთრ ხიდზე რამდენიმე თვეა მინაა გაბზარული, იგიც ვერ გამოცვალენ..," - ამბობს გოგი წულაია.
ასევე ნახეთ: