კანონიერ ქურდებთან ურთიერთობები შეწყვეტილი გვაქვს - მეუფე ნიკოლოზი

გამოქვეყნდა:

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტ მეუფე გერასიმეს სასიყვარულო მიმოწერისა და საქმეში ე.წ. "კანონიერი ქურდების" ჩართვაზე "მთავარი არხის" რეპორტაჟს, მეუფე ნიკოლოზი ეხმაურება. ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი ეჭვობს, მეუფე გერასიმეს მიმოწერა სასიყვარულო შინაარსის ყოფილიყო და ამბობს, რომ ეკლესია დიდი ხნის წინ ჩამოშორდა "კანონიერ ქურდებს". 

ეკლესია ზრუნავს მამაკაცზეც და ქალზეც. თუ მეუფე გერასიმეს აქვს ვიღაცასთან ურთიერთობა, ეს ადამიანური ურთიერთობა იქნება, ალბათ. ყოველ შემთხვევაში, საეკლესიო ურთიერთობები კანონიერ ქურდებთან არ არსებობს - შეწყვეტილი გვაქვს - ამბობს მეუფე ნიკოლოზი. 

შეგახსენებთ, რომ მეუფე გერასიმე სასიყვარულო შინაარსის მიმოწერაში ქალის ოჯახმა დაადანაშაულა. "შაბათის მთავარის" ინფორმაციით, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტს სულიერი შვილის ოჯახთან კონფლიქტის მოსაგვარებლად კანონიერი ქურდებისა და სპორტსმენების ჩარევა დასჭირდა.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი