პროტესტის მეორე დღე შუქრუთში | მოსახლეობა "ჯორჯიან მანგანეზისგან" კომპენსაციას ითხოვს

გამოქვეყნდა:

პროტესტის მეორე დღე ჭიათურის მუნიციპალიტეტში. სოფელ შუქრუთში, ადგილობრივებმა კარვები გაშალეს და  კომპანია "ჯორჯიან მანგანეზს" ადეკვატური კომპენსაციის გადახდას სთხოვენ. 

მოსახლეობის  თქმით, მათი კერძო საკუთრების ქვეშ, მიწის სიღრმეში კომპანია წლების განმავლობაში მანგანუმს მოიპოვებდა, რის შედეგადაც  საცხოვრებელი სახლები დაზიანდა,  ეზოები კი დაიმეწყრა.  აქციის მონაწილეების განმარტებით, ისინი პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ. 

"მოთხოვნა იყო, რომ ზარალი აენაზღაურებინათ, თუმცა ერთი ლარი არ ანაზღაურებულა" - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე 

პროტესტის მონაწილეებს "ჯორჯიან მანგანეზმა"  წერილობით  უპასუხა, სადაც აღნიშნულია რომ, ადგილობრივებს  კომპენსაცია უკვე აღებული აქვთ. კომპანიის განცხადებითვე, გარკვეულმა ჯგუფებმა თვითნებურად, კანონდარღვევით შეაფერხეს სამუშაო პროცესი. 
 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი