პოლიციელების მისვლის შემდეგ, პენსიონერს ინსულტი მოუვიდა | 73 წლის რობიზონ მაჭარაშვილის ისტორიის გაგრძელება

გამოქვეყნდა:

პოლიციელების არასამუშაო ვიზიტი 73 წლის პენსიონერთან  და გარჩევა ე.წ. ქურდული მეთოდით. ყოფილი ბიზნესმენის - რობიზონ მაჭარაშვილის მძიმე ისტორია "შაბათის მთავარში" 2 მარტს მოგიყევით. 73 წლის კაცი უმცროს შვილსა და ყოფილ ადვოკატს მისი ანგარიშებიდან მილიონობით ლარისა და უძრავი ქონების თაღლითური გზით მითვისებაში ადანაშაულებდა. 

73 წლის პენსიონერი და მისი მეორე შვილი ამტკიცებენ, რომ  ბიზნესის მიტაცების ოპერაციაში მათი ოჯახის წევრებთან ერთად, კიდევ არაერთი ადამიანი იყო ჩართული. მათ შორის საქმეში ფიგურირებდა რუსთავის პოლიციის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი. 

რეპორტაჟის ეთერში გასვლიდან 73 წლის კაცს გვიან ღამით სახლში,  რუსთავის საქალაქო სამმართველოს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა რამდენიმე თანამშრომელთან ერთად მიაკითხა და როგორც პენსიონერის შვილი ყვება საქმე გაურჩიეს. შედეგი ისევ მძიმე დადგა -  რობიზონ მაჭარაშვილი ოჯახმა უგონო მდგომარეობაში იპოვა. პენსიონერი ამ დრომდე კლინიკაში რჩება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი