ბორჯღალოსნები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის ემზადებიან. პარიზში - ჟან ბუენის სტადიონზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქე პორტუგალიის ეროვნული ნაკრები იქნება. საქართველო და პორტუგალია ფინალურ ეტაპზე ერთმანეთს მეორედ უპირისპირდებიან. ნაკრების ახალმა მწვრთნელმა გადამწყვეტი მატჩისთვის საფრანგეთში ნეიტრალურ სტადიონზე - მორაგბეების გაფართოებული შემადგენლობა გამოიძახა. ნაკრებს პარიზში დაემატნენ ლეგიონერებიც. როგორი სტრატეგიით ითამაშებს ეროვნული ნაკრები ეს უკვე ხვალ გახდება ცნობილი.