საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის დღეს, რესპუბლიკის მოედანზე გულშემატკივრებისთვის ეკრანი დაიდგმება

გამოქვეყნდა:

თბილისის მერის, კახი კალაძის თქმით, ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და ლუქსემბურგის თამაშის დღეს, რესპუბლიკის მოედანზე დაიდგმება დიდი ეკრანი და მოქალაქეებს შეეძლებათ ნაკრებს უგულშემატკივრონ. მისივე თქმით, მოეწყობა სივრცეები ბავშვებისთვის და განთავსდება კვების ობიექტებიც.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფისთვის ნახევარფინალურ მატჩს ლუქსემბურგის წინააღმდეგ 21 მარტს, დინამო არენაზე გამართავს. მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია.

"მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ რესპუბლიკის მოდენაზე გავაკეთოთ ძალიან დიდი ეკრანი სადაც გულშემატკივარს ექნება შესაძლებლობა აღნიშნული შეხვედრის ყურების პირდაპირ ეთერში, გარდა ამისა, ბავშვებისთვის იქნება სხვადასხვა სივრცეები მოწყობილი, კვების ობიექტები იქნება განთავსებული და რა ვიცი, ვფიქრობ, რომ გარკვეულწილად იმ ადამიანებს, ვისაც სურვილი ჰქონდათ შეხვედრის ყურების, სტადიონზე მოხვედრის, რაღაცნაირად შევუმსუბუქებთ მდგომარეობას, მესმის, სტადიონზე ყოფნა აბსოლუტურად განსხვავებული რეალობაა, მაგრამ, იმის გათვალისწინებით, რომ რაღაც რაოდენობაზე მეტს ვერ იტევს ჩვენი სტადიონი, გამოვდივართ ამ მდგომარეობიდან და მივიღეთ ეს გადაწყვეტილება", - თქვა კახი კალაძემ. 

მერმა ნაკრებს გამარჯვება უსურვა.

საქართველო - ლუქსემბურგის ნახევარფინალური შეხვედრა 21 მარტს, 21:00 საათზე გაიმართება.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი